პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის წარდგენისას.
„მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა. ჩვენ იმ დროს ჩავერთვეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი სომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რაც ასევე ევროკავშირი ამას ადასტურებდა. და ჩვენ ამას არ გადავხედავთ. ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი, ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციებში, რომლებზეც გვაფრთხილებდნენ ამერიკელები მაშინ, ჩვენი პარტნიორები და ევროპელები, პროვოკაციებს არ ავყვები, რადგან როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენს მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო" - თქვა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან ოფიციალურად პრესკონფერენციაზე განაცხადა.