Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მაჭახელა“ ბოდიშს იხდის და გუშინდელ ინციდენტში მონაწილე თანამშრომლებს ათავისუფლებს

08 აგვისტო, 2018 11:07

რესტორან „მაჭახელა-სამიკიტნოს“ ადმინისტრაცია გუშინდელ ინციდენტზე ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ ძნელია, ინფორმაციას ფლობდე ყველა, ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ მოსაზრებების შესახებ. მათივე განცხადებით, ინციდენტში მონაწილე თანამშრომლებთან საქმიან ურთიერთობას გაწყვეტენ, მათ შორის Facebook-გვერდის ადმინისტრატორთან, რომელმაც წინა პოსტში (რომელიც წაიშალა) ინციდენტში მონაწილეებს ფსევდოპატრიოტები უწოდა. 

ვიდეო ► „რესტორანში მოგვიგზავნეს თანამშრომლები თხოვნით, რომ მაგიდიდან პუტინის ფოტო აგვეღო“ - 7 აგვისტოს აქციის მონაწილე

„ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის მიერ ადგილი ჰქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონტრირება. სამწუხაროდ საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე ძნელია პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება ამ შემთხვევაში და დაუყონებლივ ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას ყველა იმ თანამშრომელთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ინციდენტში მათ შორის ადმინთან, რომელმაც სრულიად არაკორექტულად და არასწორად გამოხატა ჩვენი პიზიცია. იმედია, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია სრულიად იზიარებს საზოგადოების იმ გულისტკივილს და აღშფოთებას, რაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით არის გამოწვეული. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით მომხდარი ინციდენტის გამო“, - აცხადებს „მაჭახელა“. 

_______________________________________________

გუშინ, 7 აგვისტოს Facebook-ზე აგვისტოს 10 წლისთავთან დაკავშირებული აქციის მონაწილემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესტორან „მაჭახელაში“ სთხოვეს, პუტინის გამოსახულებიანი პლაკატი მაგიდიდან აეღოთ, რადგან „მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^