2018 წლის იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარა 56 906-მა ავტოსატრანსპორტო საშუალება - ამ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შემოწმებული ავტომანქანებიდან გამართულია 41 998 (73%), ხოლო ხარვეზი აღმოაჩნდა 13 360-ს (23%).
იმ ავტომობილებმა, რომლებსაც ხარვეზი ჰქონდა, განმეორებითი ტესტირება გაიარა 9 655-მა, საიდანაც საიდანაც განმეორებით 440-ს აღმოაჩნდა ხარვეზი.
2018 წლის იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გზაზე გადაადგილება აეკრძალა 1 539 (2.7%) ავტოსატრანსპორტო საშუალებას.