Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბატიაშვილი: უფასო ფაკულტეტებმა ის შედეგი ვერ მოგვცა, რასაც ველოდით, პროგრამას რეფორმა შეეხება

09 აგვისტო, 2018 14:39

„უფასო ფაკულტეტების საკითხის შესწავლისას გამოჩნდა, რომ შედეგები ის არ არის, რაც მოლოდინი იყო, ამიტომ პროგრამას რეფორმა შეეხება“, - განაცხადა განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

„უფასო ფაკულტეტების მიმართულებით გამოყოფილია დაახლოებით 12 მილიონი ლარი. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გვჭირდება რეფორმირება. ეს საკითხი შედეგის მხრივ არაეფექტურად მუშაობს. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რეფორმა შეეხება. მუშავდება რამდენიმე შეფასების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, შემოდგომაზე გაცხადდება. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იქით, რომ ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს სწავლის ხარისხი გაუუმჯობესდეთ“, - განაცხადა ბატიაშვილმა. 

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო სექტემბერში წარსადგენ რეფორმების პაკეტს ამზადებს, რომელიც ხუთივე საფეხურს შეეხება. 

მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე განიხილეს უმაღლეს სასწავლებლებში მომავალი პედაგოგების დაფინანსების საკითხიც.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ, რომ შეეხება ახალგაზრდა, მომავალი პედაგოგების დაფინანსების საკითხს. იმიტომ, რომ განათლებას სჭირდება მომავალი ახალგაზრდა თაობა, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული განათლებაში“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^