
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ნორვეგიის ქალაქ დრამენში ევროპის ჩემპიონატი სენიორ (65+) მოჭადრაკეთა შორის ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა.
„გამარჯვებულმა პირველობა 9-დან 5,5 ქულით ელენა ფატალიბეკოვასთან (რუსეთი) გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით დაჯაბნა მეტოქე. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა სენიორთა შორის თამარ ხმიადაშვილმა" - ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.