Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპმა ხელი მოაწერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელშიც საქართველოც არის მოხსენიებული

14 აგვისტო, 2018 11:36

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (FY19NDAA) ხელი მოაწერა. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ჯონ მაკკეინის ინიციატივითა და ავტორობით შეიქმნა და 2019 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებს ეხება. აქტის ერთ-ერთ ნაწილში მოხსენიებულია საქართველო და მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობა, NATO-ს ძალებთან თავსებადობის გაზრდისა და თავდაცვითი ლეტალური იარაღის მიწოდებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია აქტის ეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველო ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად განიხილება, როგორც აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორი.

„კანონის N1248 ქვეთავი, ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება (SENSE OF SENATE ON ENHANCING DETERRENCE AGAINST RUSSIAN AGGRESSION IN EUROPE). ქვეთავში აღნიშნულია, რომ NATO-სთან მჭიდრო კოორდინაციით, ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს და ის ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმებით ნაკისრი ურყევი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, თავის მხრივ, რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს. აღნიშნული ქვეთავი საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გზავნილებსაც შეიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანსა და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს NATO-ს ძალებთან თავსებადობას“, - წერს სამინისტრო.

საგარეო საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, აქტი ასევე მოუწოდებს ადმინისტრაციას, შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების, განსაკუთრებით, რუსული აგრესიისა და საზიანო გავლენის უშუალო სამიზნე ქვეყნების მხარდაჭერას მოიცავს.

„დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში NATO-ს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

კანონში დაფიქსირებულია NATO-ს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს NATO-ში გაწევრების მხარდაჭერა.

საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობას აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^