საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ხვალ, 15 აგვისტოს აშშ დოლარის ღირებულება 2.6343 ლარი იქნება.
ბანკის მონაცემებით, დღეს ოფიციალური კურსი 2.5694 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი დოლართან მიმართებით 0.0649-ით უფასურდება.
რაც შეეხება ევროს, 15 აგვისტოს მისი ოფიციალური გაცვლით კურსი 3.0047 იქნება.