Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

C ჰეპატიტის პროგრამაში სახელმწიფო გენოტიპის კვლევას დააფინანსებს

17 აგვისტო, 2018 14:06

„კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში ჩვენ მოსახლეობისთვის შემდეგი ეტაპის დიაგნოსტიკის დაფინანსებას დავიწყებთ. ეს არის გენეტიკური კვლევა, რომელიც 140 ლარი ჯდებოდა. მოსახლეობა ამ 140 ლარს აღარ დახარჯავს, ამას დახარჯავს სახელწიფო.

მინდა ვუთხრა ყველას, გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი, რომელიც უსასრულოდ არ გაგრძელდება და არ აღმოჩნდეს ისე, რომ ისინი ამ დაავადებასთან ერთი-ერთზე არ დარჩნენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

მოქმედი პროგრამის მიხედვით, პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევის საფასურს საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სახელმწიფო თავის თავზე იღებს. მათ კვლევებს 70%-ით ჯანდაცვის სამინისტრო, 30%-ით კი ადგილობრივი თვითმმართველობები დაუფინანსებენ. C ჰეპატიტის ვირუსის მქონე ყველა სხვა მოქალაქეს ჯანდაცვის სამინისტრო  კვლევების საფასურის 30%-ს უფინანსებს.

C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის მაჩვენებელი დაბალია - რა სახელდება ბარიერად

პროგრამაში ჩართვამდე ჩასატარებელი კვლევები: 

C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს პროგრამის ფარგლებში უტარდებათ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევები შემდეგი პრინციპით:

ა) ექიმთან ვიზიტი;

ბ) სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა PCR მეთოდით;

გ) HCV რნმ დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს უტარდებათ სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით;

დ) იმ შემთხვევაში, თუ FIB-4 ქულა არის 1.45 - 3.25 მაჩვენებლებს შორის, პაციენტებს დამატებით უტარდებათ ღვიძლის ელასტოგრაფია;

ე) FIB-4 ტესტისა და ღვიძლის ელასტოგრაფიით გამოვლენილ ღვიძლის ფიბროზის F3, F3- F4 და F4 ხარისხის მქონე პაციენტებს უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:

ვ) HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა PCR მეთოდით;

ზ) HBsAg, Anti-HBs, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;

თ) პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებით (მე-2 და მე-3 ტიპის შერეული კრიოგლობულინემია (მაგ. ვასკულიტი), პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი ან მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი, დამაუძლურებელი სისუსტე, შაქრიანი დიაბეტი - ტიპი 2, კანის გვიანი პორფირია, და სხვ.), ასევე აივ და/ან HBV კოინფექციით, უტარდებათ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული ყველა კვლევა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^