Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ათასობით ადამიანი ელის დაპირებულ რეფორმას" - ბათუმში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს

19 აგვისტო, 2018 20:36

დღეს ბათუმში, იუსტიციის სახლთან ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით აქცია გაიმართა. 

„სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ მორიგი დაპირება აქცია ტყუილად - ივნისში პარლამენტმა კვლავ ვერ მოიცალა და წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ინიცირებული პაკეტის განხილვაზე მუშაობა ვერ დაასრულა. ათასობით ჩვენი მოქალაქე, არაერთი ბათუმელი მათ შორის, კვლავაც ციხეში ელოდება დაპირებულ რეფორმას", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

„მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს თვე ძირითადად ტურისტებს და დასვენებას ეთმობა ბათუმსა და მთელშავიზღვისპირეთში, ჩვენ არ გვასვენებს არსებული მდგომარეობა და ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის განსაახლებელ ბრძოლას სწორედ ბათუმში ვიწყებთ, ქალაქში, რომლის ათასობით მცხოვრები დაზარალებულა მახინჯი, რეპრესიული მიდგომების გამო. 

ბათუმის მნიშვნელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ამ ქალაქში მიიღო ის არერთი გადაწყვეტილება, რომლემაც მთელი რიგი რეპრესიული საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო და ძალა მისცა ჩვენი, ხალხის ბრძოლას ჰუმანური, ზრუნვაზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკისთვის.

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ მორიგი დაპირება აქცია ტყუილად - ივნისში პარლამენტმა კვლავ ვერ მოიცალა და წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ინიცირებული პაკეტის განხილვაზე მუშაობა ვერ დაასრულა. ათასობით ჩვენი მოქალაქე, არაერთი ბათუმელი მათ შორის, კვლავაც ციხეში ელოდება დაპირებულ რეფორმას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, წინამორბედის მსგავსად, ჯერ ვერ გვიჩვენებს მტკიცე ნებას, ძირეული ცვლილებები განახორციელოს. ისიც ძალოვან სტრუქტურებს მოიაზრებს სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის უმთავრეს გამგებლად, რის გამოც მთავრობის კოორდინირებული მოქმედება და შესაბამისი ერთიანი გეგმის შემუშავება სწორედ შს მინისტრს დაავალა", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^