Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NYtimes: კამპანია #MeToo-ს ლიდერი სექსუალურ შევიწროებაში ბრალმდებელს $380 000-ად გაურიგდა

20 აგვისტო, 2018 16:24

სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის, #MeToo-ს ლიდერი, იტალიელი მსახიობი აზია არჯენტო თავის ბრალმდებელს 380 000 დოლარად გაურიგდა - ამის შესახებ სტატიას The New York Times აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, მისი ბრალმდებელი ახალგაზრდა მსახიობი და მუსიკოსი ჯიმი ბენეტი მაშინ 17 წლის იყო, არჯენტო კი - 37-ს. 

დოკუმენტებით, რომელიც Times-მა მოიპოვა, ირკვევა, რომ ანაზღაურების შესახებ არჯენტოს და ბენეტის ადვოკატები შეთანხმდნენ. ბრალდების თანახმად, სექსუალური შევიწროების ფაქტი 2013 წელს, კალიფორნიის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. Time-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებს „სელფი" აქვს დართული, რომელშიც არჯენტო და ბენეტი საწოლში არიან გადაღებული.

ოქტომბერში, სანამ ბენეტი გარიგების ფარგლებში თანხის ანაზღაურების მოთხოვნას გაგზავნიდა, The New Yorker-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც აზია არჯენტო იმ 13 ქალს შორის იყო დასახელებული, რომლებიც ჰარვი ვეინშტეინს სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^