Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

23 აგვისტოს თბილისში ანგელა მერკელი ჩამოდის - ვის შეხვდება გერმანიის კანცლერი

21 აგვისტო, 2018 14:19

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს, თბილისის დროით 15:30 საათზე ჩამოვა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან. 

16:10 საათზე მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება. 

მასში მონაწილეობას მიიღებენ: ​გერმანიის მხრიდან: ანგელა მერკელი - ფედერალური კანცლერი, შტეფენ ზაიბერტი - სახელმწიფო მდივანი, სპიკერი, ჰაიკე ფაიჩი - გერმანიის ელჩი საქართველოში, იან ჰეკერი - კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ლარს ჰენდრიკ როელერი - კანცლერის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში, უვე კორსეპიუსი - კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში, მათიას ლიუტენბერგი - კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი

საქართველოს მხრიდან: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია, დავით ზალკალიანი, მიხეილ ბატიაშვილი, ივანე მაჭავარიანი, ელგუჯა ხოკრიშვილი, კახა კახიშვილი, გიორგი ჩერქეზიშვილი, გიორგი ჭოლაძე, ვახტანგ ქათამაძე.

17:00 საათზე პრემიერი და მერკელი ერთობრივ პრესკონფერენციას გამართავენ, 20:00-ზე კი ოფიციალური სადილი გაიმართება. 

მერკელის ვიზიტი საქართველოში 23-24 აგვისტოს გაგრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^