Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გერმანიაში რუსეთის მოქალაქე ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს

22 აგვისტო, 2018 16:05

ბერლინის პოლიციამ რუსეთის მოქალაქე, 31 წლის მაგომედ ალი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავა. გერმანიის მთავარი პროკურატურის განცხადებით, დაკავებული, რომელიც რადიკალი ისლამისტია, გეგმავდა „მასშტაბურ ძალადობის აქტს სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მაგომედ ალი ასევე დაკავშირებული იყო კლემენტ ბ.-თან რომელიც შარშან მარსელში ტერორისტული აქტების მომზადების ბრალდებით დააპატიმრეს. 22 წლის კლემენტს დაკავებისას ასაფეთქებელი მოწყობილობები და ფეთქებადი ნივთიერებები აღმოუჩინეს.

რაც შეეხება დაკავებულ მაგომედ ალის, გერმანული პრესის ინფორმაციით, პოლიცია მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა. დაკავებული მათი ცნობით, უახლოეს ხანებში ტერაქტს არ გეგმავდა, თუმცა სახლში ინახავდა ფეთქებად ნივთიერებებს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებების ამოღებისთვის ალის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^