Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუტიზმის მქონე ბავშვი, რომელიც თვითმფრინავში არ აუშვეს, ათენში უფასოდ გაემგზავრება

23 აგვისტო, 2018 15:21

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, რეისიდან მოხსნილი აუტიზმის მქონე ბავშვი მშობელთან ერთად ათენში გამგზავრებას უფასოდ შეძლებს. ინციდენტის აღმოსაფხვრელად, Wizz Air მათ 26 აგვისტოს ათენში უფასოდ გაფრენის საშუალებას მისცემს.

ნანა ანთიძე, რომელსაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის ჰყავს, ჩიოდა, რომ მისი შვილი ბორტზე არ აუშვეს და რეისიდან მოხსნეს. ანთიძის თქმით, შემთხვევა 23 აგივსტოს მოხდა. ისინი საბერძნეთში აპირებდნენ წასვლას, სადაც ბავშვი შესაბამის თერაპიას გადის.

როგორც ანთიძე „ლიბერალთან“ ჰყვებოდა, მას აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რეგისტრაციის უფლება არ მისცეს იმ მიზეზით, რომ ბავშვი გაღიზიანებული იყო.

არადა, მისი თქმით, ბავშვი გაფრენამდე დიდი ხნით ადრე გაღიზიანდა, ფრენამდე ორი საათით ადრე კი უკვე დამშვიდებული იყო, თუმცა ისინი თვითმფრინავში მაინც არ აუშვეს.

„მესმის, რომ გაღიზიანებულია და ბორტზე არ აყავთ. მაგრამ ბავშვი დამშვიდდა, 1,5 საათი მშვიდად ელოდა, როდის ჩაჯდებოდა თვითმფრინავში. მათ კი დროზე ადრე მიატოვეს რეგისტრაცია და პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს“, - ჰყვება ანთიძე „ლიბერალთან“.

26 აგვისტოს გამგზავრების საშუალება ნანა ანთიძემ მოითხოვა. თუმცა მისი თქმით, ამისთვის აეროპორტში დამატებით თანხის გადახდა მოსთხოვეს.

ანთიძე შვილთან ერთად გამგზავრებას ათენში 9 სექტემბერს გეგმავდა, მაგრამ რადგან მისი სურვილით დროზე ადრე გადწყვიტა წასვლა, ამისთვის საფასური უკვე გადაიხადა, ის კი წუხდა, რომ აეროპორტში ინციდენტის გამოც ბილეთის გადაცვლისთვის თანხას მას აკისრებდნენ.

„ორჯერ გადავიხადე ჯარიმა და კიდევ მთხოვენ, ისიც არ ვიცი გამიშვებენ თუ არა“, - ჰყვება ანთიძე.

„გამოდის, რომ რადგანაც ბავშვი არის აუტიზმით ვერ უნდა წავიდეს ქვეყანაში, სადაც ექიმი ჰყავს და გადის თერაპიას?!“, - ჩივის ბავშვის მშობელი.

როგორც „ლიბერალს“ საქართველოს აროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ნანა ანთიძეს საფასურის გადახდა აღარ მოუწევს.

ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი და მისი მშობელი, რომლებიც ბავშვის გაღიზიანების გამო ბორტზე არ აუშვეს, შემდეგი რეისით, 26 აგვისტოს ათენში უფასოდ გაფრინდებიან.

„აეროპორტების გაერთიანება მომხდარი შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ავიაკომპანია Wizz Air-თან შუამდგომლობის შედეგად გადაწყდა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან და დასთან ერთად ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაემგზავრებიან“, - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, 23 აგვისტოს ბავშვის ბორტზე არ აშვების გადაწყვეტილება პილოტმა იმ მომენტში ბავშვის მდგომარეობის გამო მიიღო. რადგან მის დაწყნარებას ვერც ექიმები და ვერც მშობელი ვერ ახერხებდა.

„შემთხვევას შეესწრო ხომალდის მეთაური, რომელმაც ავიაკომპანიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი სამედიცინო დასკვნის გარეშე, მსგავსი აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვის  ბორტზე დაშვება არ მომხდარიყო. სამედიცინო დასკვნა კი მშობელს არ გააჩნდა“, - აცხადებს უწყება.

მათი განმარტებით, მგზავრები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, თუმცა კონკრეტული ავიაკომპანიის გარკვეული რეგულაციები ზღუდავთ, რომელიც მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ.

„თორემ, რატომ უნდა შედიოდეს აეროპორტისა და კომპანიის ინტერესებში, რომ მგზავრი თვითმფრინავში არ ავიდეს?!“ - განმარტავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^