Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ბახტაძე ოკუპაციაზე: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია

23 აგვისტო, 2018 18:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების გადწყვეტას სჭირდება პოლიტიკური ნება და ამ მხრივ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

ბახტაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში არ იქნება რთული იმ მექანიზმის გამოძებნა, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მშვიდობიანად მოაგვაროს.

„ხალხთაშორის ურთიერთობები მართლაც ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ფუნდამენტი პოლიტიკური, სამშვიდობო გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ამ ყველაფერს სამართლიანად დაარეგულირებს. არსებობს საერთაშორისო სამართალი, ხელმოწერილი დოკუმენტები და მათ შესრულებას სჭირდება პოლიტიკური ნება.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები - აშშ, გერმანია, ევროკავშირი რუსეთთან აწარმოებენ დიალოგს ბევრ საკითხზე. რადგან დიალოგს არ გააჩნია ალტერნატივა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ საწადელს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

პრემიერის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი ტკივილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება.

„აფხაზეთში ომის დაწყებამდე 530 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი 100 000-ზე ოდნავ მეტი მოსახლე ცხოვრობს. 4-ჯერ, 5-ჯერ შემცირდა მოსახლეობა ცხინვალის რეგიონშიც და ისმის კითხვა, არის კი ეს იმ ხალხის ინტერესში?!“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^