ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ სად არჰაბი ავიადარტმყების შედეგად თანამებრძოლებთან ერთად მოკლეს.
ნანგარჰარის პროვინციაში იერიში ავღანეთისა და აშშ-ის ავიაციამ 25 აგვისტოს, ავღანური უშიშროების სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე მიიტანა. ინფორმაციას ავღანეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ქვეყანაში ISIS-ის ლიდერის მოკვლა დაადასტურა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა მარტინ ო'დონელმა.
სად არჰაბი ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფს 2017 წლის ივლისიდან, აბუ საიდის მკვლელობის შემდეგ ხელმძღვანელობდა.