Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვს

27 აგვისტო, 2018 14:44

გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია" - ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გაერთიანების ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა. 

მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საარჩევნო ადმინისტრაცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბად გადააქცია. 

ლევან ბეჟაშვილმა პრესკონფერენციაზე წარადგინა ვიდეომასალა. მისი თქმით, ვიდეოში საუბარია იმაზე,თუ როგორ აკომპლექტებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს, როგორ აწვდის სიებს საოლქო კომისიებს და როგორ ხდება მათთან თანამშრომლობა. 

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ პრაქტიკულად, უპრეცედენტო დაბალი რეიტინგის ფონზე საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირ უხეშად თანამშრომლობს „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან და მათი დირექტივებით მოქმედებს. ჩანაწერებში საუბარია იმაზე, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის კრწანისის საოლქო კომისიების კურატორ ნინო მაისურაძესთან. ჩანაწერებში ასევე საუბარია, რომ მათ აქტიური თანამშრომლობა აქვთ ალეკო ცხოვრებაძესთან, რომელიც "ქართული ოცნების" შტაბის თბილისის კომისიების კოორდინატორია. ასევე კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4, მე-10, მე-16 უბნის თავმჯდომარეები პირდაპირ ადასტურებენ იმას, რომ ისინი იქნებიან კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები მაშინ, როდესაც საუბნო კომისიის წევრების დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ თანამდებობის პირების აირჩევენ", - განაცხადა ბეჟაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ უკვე ცნობილია, ვინ იქნებიან საოლქო კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები.

„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა. გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და 9 ოპოზიციურმა პარტიამ შექმნა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^