სამართალდამცველებმა განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Echowaves-ის მიმდინარეობისას 22 ადამიანი დააკავეს: 15 შეძენისთვის, 7 კი - გასაღებისთვის.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, რამდენიმე დღიანი ოპერაციისას, პოლიციამ უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ჭელიძის განცხადებით, პოლიციამ ფესტივალზე დააკავა კიდევ 15 ადამიანი, რომლებსაც ბრალად ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ.
გასულ კვირაში, შსს-მ საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 29 პირი დააკავა. მათ შორის, განმუხურში Echowaves-ის ფესტივალზე, თბილისსა და ბათუმში.
ხოლო 1 იანვრიდან დღემდე, ჭელიძის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 99 პირი დააკავა.