Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გაცილებით მეტი ლგბტ დროშა დაიწვება საქართველო-ლატვიის თამაშის დროს, ვიდრე ქუთაისში დავწვით“ - მორგოშია

30 აგვისტო, 2018 13:40

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, 9 სექტემბერს თბილისში გურამ კაშიასა და ლგბტ თემის წინააღმდეგ მისი ორგანიზაცია მასშტაბურ აქციას გეგმავს. მორგოშიას თქმით, ინფორმაცია აქვს, რომ აპირებენ წინასწარ მის დაკავებასაც, მაგრამ ამის მიუხედავად აქცია მაინც გაიმართება.

„კაშიას იმაზე მეტს არავინ დამართებს, რაც მან დამართა საკუთარ თავს. ჩვენ ჩვენი აზრის გამოხატვის თავისუფლება გვაქვს და ვაპირებთ, რომ ეს აქცია ჩატარდეს. აქცია იქნება მრავალათასიანი. არის ინფორმაცია, რომ დაკავებას გვიპირებენ, რომ მოთხოვნაა ფეხბურთის ფედერაციიდან, თამაშის დროს, 2 დღით პირადად მე დამაკავონ. ამით ისინი აქციის შეჩერებას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა მორგოშიამ პრესკონფერენციაზე.

კონსტანტინე მორგოშიას თქმით, „ქართული მარში“ მკაცრ პოზიციას გამოხატავს ლგბტ თემის წინააღმდეგ, აქციის მონაწილეები დინამო არენაზე ლგბტ დროშების დაწვას აპირებენ. თუმცა მისი თქმით, კაშიასთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას და „სტადიონზე ხანძრის გაჩენას არავინ აპირებს“.

„ყველა არ იქნება პერფომანსში ჩართული. 10 000 კაცი ამაში ვერ ჩაერთვება, ყველა ტრიბუნაზე იქნებიან ჯგუფები და გამოვხატავთ ჩვენს განწყობას. არ არის სწორი, როდესაც კაშია ამბობს, რომ მას გარკვეული ჯგუფი უპირისპირდება და ცდილობს ევროპას მოახვიოს თავზე აზრი, რომ თითქოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს მის პოზიციას და პროპაგანდას.

ლგტბ საზოგადოების იმაზე გაცილებით მეტი დროშა დაიწვება თბილისში, ვიდრე ქუთაისში დავწვით, თუმცა, სტადიონზე ხანძრის გაჩენას არავინ აპირებს. ემიგრანტები გვიკავშირდებიან და მათაც სურთ ჩაერთონ ამ საპროტესტო განწყობაში“, - თქვა „ქართული მარშის“ ლიდერმა.

კონსტანტინე მორგოშია Facebook-ზე კაშიასადმი მუქარის შემცველი სტატუსის გამოქვეყნებისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე ერთხელ უკვე დაიბარეს.

მისი და სხვა ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეების აგრესიული კამპანიის გამო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა Facebook-ზე თავისი გვერდი წაშალა, Instagram-ზე კი დახურა. ამის მიუხედავად, კაშიას ნაკრებში გამოცხადებაზე უარი არ უთქვამს.

„სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება საქართველოში, მისთვის გამოვცხადდები ნაკრებში და ვითამაშებ“, - თქვა გურამ კაშიამ.

UEFA-ს ერთა ლიგის ეგიდით თბილისში დინამო არენაზე საქართველო ლატვიას 9 სექტემბერს უმასპინძლებს, გურამ კაშია ნაკრების განაცხადშია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^