
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ის საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის.
„უკვე აღარ ვარ ორმაგი მოქალაქე. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მოაწერეს ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 23 აგვისტოდან აღარ ვითვლები საფრანგეთის მოქალაქედ. ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან საფრანგეთმა ერთი საუკუნის მანძილზე, ქართველებს, ემიგრანტებს, პირველ რიგში, დიასპორას, რომელიც წავიდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, დიდი დახმარება გაუწია და თავშესაფარი მისცა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.