Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოსკარის უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატ ფილმს დღეს გამოავლენენ

31 აგვისტო, 2018 11:21

კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ოსკარის უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატ ფილმს დღეს გამოავლენენ. 

გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იმ 6 ფილმის შეფასების შედეგად მიიღებს, რომელთაც დააკმაყოფილეს ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნები და განაცხადი ეროვნულ კინოცენტრში შემოიტანეს.

გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე თბილისში, დღეს, 15:00 საათზე მიიღებენ.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმია წარმოდგენილი:

  • „ხიბულა" - რეჟისორი გიორგიოვაშვილი
  • „ნამე" - რეჟისორი ზაზა ხალვაში
  • „ჰორიზონტი" - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
  • „დედე" - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
  • „ექვთიმე ღვთისკაცი" - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
  • „ჰამლეტი" - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი

ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია ასე დაკომპლექტებული: 

1.მერაბ კოკოჩაშვილი - რეჟისორი

2.დიმიტრი მამულია - რეჟისორი

3.გივი-ბესიკ ოდიშარია - სცენარისტი

4.ლომერ ახვლედიანი - ოპერატორი

5.ია შუღლიაშვილი - მსახიობი

6.კახა კანდელაკი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი

7.ზურაბ მაღალაშვილი - ეროვნული კინოცენტრის დირექტორი

8.გოგი მიქელაძე - მხატვარი

9.ნინო მხეიძე - კინომცოდნე

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^