Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ

31 აგვისტო, 2018 15:06

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან საჯარო ლექციაზე თქვა, რომელსაც იგი ლატვიის ყოფილი პრეზიდენტთან, ვალდის ზატლერთან ერთად ატარებს. 

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება ქვეყანა მომავალში. 

„პოლიტიკოსს, რომელიც ამ სამსახურს ჩაუდგება სათავეში, ჩემი აზრით, იგივე მთავარი გამოწვევა აქვს: მისი ერთადერთი შემკვეთი და ბარომეტრი, როგორ უნდა იმსახუროს პრეზიდენტად, უნდა იყოთ თქვენ - საქართველოს მოქალაქეები და არა რაიმე, ან ვინმე სხვა ადამიანი, ან ძალაუფლების მქონე ჯგუფი.

მე მინდა ამ თვალსაზრისით ხაზი გავუშვა ერთ მნიშვნელოვან რამეს, რაც მომავალმა პრეზიდენტმა უნდა აკეთოს, არის ის, რომ პრეზიდენტის მიზანი უნდა იყოს ერის გაერთიანება და არა გახლეჩვა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსისთვის", - აცხადებს მარგველაშვილი და განაგრძობს, - დღეს მე მინდა, ასევე მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, რომელმაც ამ 5 წლის განმავლობაში ძაან რთული პერიოდი გამოიარა და არც ერთხელ ჩემთვის ამის გამო არ შეუქმნია პრობლემა და დისკომფორტი". 

მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საკუთარ გუნდს. 

„მადლობას ვუხდი ქართულ საზოგადოებას, მე ვრჩები თქვენს სამსახურში", - თქვა მარგველაშვილმა. მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტობის განმავლობაში გამორჩეული მხარდაჭერა ჰქონდა.

„ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა არის დაპირისპირებული ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, შეარყიოს მისი მმართველობა. და ამ რთულ მომენტებში არა მასმედიით, არა გამოჩენილი თუ გამოუჩენელი ადამიანებისგან, არამედ, მაშინ, როცა მე გავივლიდი დუშეთის ქუჩაში, თბილისის ქუჩაში, მე მთავარი ბარომეტრი მქონდა ის, თუ როგორ მხვდებოდა ხალხი. ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ", - ამბობს მარგველაშვილი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^