შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ,,საქართველოს ეროვნული ერთობის'' წევრი გიორგი ჭელიძე დააკავეს.
დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობის'' გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს.პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, "- ამბობენ შსს-ში.
ვიდეოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.