Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოლიდარობა მაუწყებლის თანამშრომლებს! - აქცია დღეს ტელევიზიის წინ გაიმართება

03 სექტემბერი, 2018 10:35

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დღეს, 13 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. 

მაუწყებლის პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ტელევიზიის 150-მდე თანამშრომელმა მიმდინარე კვირას ადმინისტრაციისგან შეთავაზება მიიღო. შეთავაზების მიხედვით, იცვლება დასაქმებულების სამუშაო რეჟიმი და კონკრეტულ პოზიციებზე ამ პირებისთვის შრომის ანაზღაურების ფორმა.

როგორც მათ განცხადებაში წერია, თვიური მოჭრილი ხელფასის ნაცვლად თანამშრომლებს ადმინისტრაცია სთავაზობს, საჭიროების შემთხვევაში გამოძახების პრინციპით მუშაობას და ანაზღაურებას, რომელიც შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება. შეთავაზებაში გაწერილი არ არის ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს ზღვრული ლიმიტი და გრაფიკი, ხოლო ტელევიზიის ადმინისტრაცია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თუნდაც ერთხელ მაინც გამოიძახებს რომელიმე თანამშრომელს სამსახურში: „შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, თანამშრომლების სამუშაოდან გათავისუფლებაა და არა ახალი შეთავაზება, რომელიც, კანონის მიხედვით, არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას და ცხოვრების პირობებს".



პროფესიული კავშირის ინფორმაციით,  შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაცია დასაქმებულებს ემუქრება მოქმედი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით, საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად - („სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.“ )

"ჩვენი აზრით, ადმინისტრაციას სურს შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობა. არგუმენტები არის ბუნდოვანი. სრულიად გაუგებარია, რა ნიშნით შეარჩიეს თანამშრომლები. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულებმა რამდენჯერმე მოითხოვეს ადმინისტრაციასთან შეხვედრა, რომ უფრო დეტალური განმარტებები მიეღოთ შეთავაზების შესახებ, მენეჯმენტი უარს ამბობს მათთან შეხვედრაზე. ასევე მოთხოვნის მიუხედავად, პროფკავშირი დღემდე არ არის ჩართული პროცესში".

ამიტომ, დღეს, 3 სექტემბერს, 13 საათზე პირველი არხის შენობასთან იგეგმება გამაფრთხილებელი აქცია, რადგან, პროფესიული კავშირის ინფორმაციით, საზოგადოებივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის მისაღები არ არის კომუნიკაციის ის ფორმა, რომელსაც დღე არხის მენეჯმენტი თანამშრომლებთან იყენებს.


მათი მოთოხვნებია:

1. უფრო დეტალურ განმარტებებს, რას გულისხმობს ახალი შეთავაზება.

2. თანამშრომლებს გასაგებად განემარტოთ ის პროცესები, რაც დღეს არხზე მიმდინარეობს, რა გახდა იმის მიზეზი და საფუძველი, რომ ამ ადამიანების შრომითი ხელშეკრულებები არსებითად იცვლება.

3. რა ნიშნით შეირჩნენ ის დასაქმებულები, რომელთა შრომითი ხელშეკრულებები უნდა შეიცვალოს.

4. პროფკავშირისა და მაუწყებლის თანამშრომლების ჩართულობით მოხდეს იმ სტანდარტების ჩამოყალიბება, რომელიც დასაქმებულების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას არ გააუარესებს იმის მიუხედავად რა ცვლილება შევა მათ შრომით ხელშეკრულებაში.

5. პროცესში ჩაერთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^