Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მაუწყებელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

03 სექტემბერი, 2018 16:32

კოალაცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განცხადებით მიმართავს მაუწყებლის მენეჯმენტს, სამეურვეო საბჭოსა და პარლამენტს. 

მაუწყებლის პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ტელევიზიის 150-მდე თანამშრომელმა მიმდინარე კვირას ადმინისტრაციისგან შეთავაზება მიიღო. შეთავაზების მიხედვით, იცვლება დასაქმებულების სამუშაო რეჟიმი და კონკრეტულ პოზიციებზე ამ პირებისთვის შრომის ანაზღაურების ფორმა. დაგეგმილ ცვლილებებზე განცხადება მაუწყებელმაც გაავრცელა. 

კოალიციის განცხადებით მიხედვით, მაუწყებელში მიმდინარე ცვლილებებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეთავაზება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ათეულობით თანამშრომელს მიუვიდა, დაუსაბუთებელია და შესაძლოა მიზნად ისახავდეს ათეულობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენები არაერთ კითხვას აჩენს, რომელსაც პასუხი მაუწყებლის მიერ გავრცელებული განცხადებითაც არ გაეცა.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, "თავი შეიკავოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებისგან. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა შესაბამის რგოლთან ერთად შეიმუშაოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი გახდება თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასება და შემდგომში იქნება მიღებული ასეთი მასშტაბური გათავისუფლებების გადაწყვეტილება, თუ ამის საჭიროება დგას საზოგადოებრივ მაუწყებელში".

ასევე მიმართავს·სამეურვეო საბჭოს დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით.

„მოსთხოვოს გენერალურ დირექტორს საკადრო პოლიტიკაზე ხედვის წარდგენა და დაამტკიცოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგი და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო, რასაც ითვალისწინებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი".

განცხადების ადრესატია საქართველოს პარლამენტიც, რათა „დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ვითარებით და იმ ფაქტით, თუ რატომ არ ასრულებს სამეურვეო საბჭო მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს",  - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადება სრულად იხილეთ აღნიშნულ ბმულზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^