Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პორნოგრაფიისა და კიბერგრუმინგისგან ბავშვების დაცვა“ - ხუნდაძის კანონპროექტი პარლამენტში

04 სექტემბერი, 2018 13:35

„ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის პროექტს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

ხუნდაძის განმარტებით, პორნოგრაფიისგან, კიბერგრუმინგისა (ბავშვის ნდობის მოპოვება ინტერნეტით მისი გამოყენების მიზნით ან დაშინება) და ყალბი ტრანზაქციებისგან დაცვას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების ნაცვლად კანონი დაარეგულირებს.

„კანონპროექტის მიზანია ბავშვებისთვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნა, მშობლების, მეურვეებისა და მოზარდების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

რომ ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების ყველა სპექტრისა და შესაძლებლობების გამოყენებას“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ხუნდაძის ინიცირებული ცვლილებებით, საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების ვალდებულება, რომ დაიცვან არასრულწლოვნები პორნოგრაფიის, კიბერგრუმინგისა და სხვა ონლაინრისკისგან მათი ინფორმირებულობის ზრდით.

„ქართული ოცნების“ წევრის კანონპროექტით, ელექტრონული კომუნიკაციების მიმწოდებელი ვალდებული იქნება აბონენტები უზრუნველყოს უფასო საცნობარო მომსახურებით.

ცვლილებები შევა „მავნე ზეგალენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონშიც. კანონის მეორე მუხლს უნდა დაემატოს ახალი პუნქტი. ამ პუნქტით, კანონის მიზნად ასევე განისაზღვრება არასრულწლოვანთა დაცვა ისეთი ინფორმაციისგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას ან განვითარებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^