Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თუ C ჰეპატიტის პროგრამაში არ ჩაერთვებით, რამდენიმე წელში დაავადებასთან მარტო დარჩებით" - სერგეენკო

04 სექტემბერი, 2018 15:14

იმის გამო, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა დაბალი ჩართულობაა, აუთვისებელი მედიკამენტების ნაწილს აპრილში ვადა გაუვიდა, სახელმწიფომ ის ჩამოწერა და ხმარებიდან ამოიღო, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ მიზნად დასახულ ელიმინაციას მიაღწიოს, C ჰეპატიტის პროგრამაში თვეში მინიმუმ 3 500 პაციენტი უნდა ჩაერთოს, თუმცა პროგრამაში ყოველთვიურად საშუალოდ 1000 პაციენტი ერთვება. იმის გამო, რომ ვერ მოხდა მედიკამენტების ათვისება, მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ ვადა გავიდა, თუმცა, აღსანიშნავია, ის, რომ ვადაგასული მედიკამენტების ხმარებიდან ამოიღეს და პაციენტები ვადიანი მედიკამენტებს იღებდნენ.

დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გაიარონ შემოწმება C ჰეპატიტზე, და თუ აღმოაჩნდებათ ვირუსი, ჩაერთონ პროგრამაში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის გავლის შემდეგ პაციენტთა განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

„მარტივი ჩხვლეტა თითში და 10 წუთში გაიგებენ პასუხს. ყველას ვთხოვ, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რადგან ეს [პროგრამა] უსასრულოდ ვერ გაგვრძელდება“, - ამბობს სერგეენკო.

„ლიბერალის“ კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ, პაციენტთა ჩართულობის მაჩვენებელი არ გაიზრდება, როგორი იქნება პროგრამის ბედი 2020 წლის შემდეგ, სერგეენკომ აღნიშნა:

„ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ პაციენტებს, ვისაც ეს ინფექცია აქვთ და ახლა არ აწუხებთ, რამდენიმე წელიწადში ამ დაავადებასთან ერთი-ერთში დარჩებიან და ჩვენ მათ ვეღარ დავეხმარებით“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პაციენტი. 2015 წელს ჩატარებული კვლევით, საქართველოში 150 000 პაციენტს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი. შესაბამისად, დაახლოებით 100 000 ადამიანმა არ იცის, რომ მკურნალობას საჭიროებს. ეროვნული სტრატეგიით, 2020 წლისთვის ელიმინაციის მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება დაახლოებით 135 000 პაციენტის დიაგნოსტირება, 128 000 პაციენტის მკურნალობა და 122 000-ის განკურნება.

C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტების დაბალი ჩართულობის გამო წამლები გამოუყენებელი დარჩა

C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის მაჩვენებელი დაბალია - რა სახელდება ბარიერად

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^