ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, თბილისში დაგეგმილი მედიაფორუმის სამი მონაწილე საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.
აღნიშნული ფაქტი „ლიბერალს" შს სამინისტროშიც დაუდასტურეს.
პირველი არხის ინფორმაციით, საზღვრიდან უკან გააბრუნეს „იტარტასის“ სამხედრო მიმომხილველი, ვიქტორ ლიტოვკინი, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის წევრი გენადი ბოდრიუგოვი და ფორუმის კიდევ ერთი მონაწილე.
2018 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში სამხრეთ კავკასიის ფორუმის გამართვაა დაგეგმილი. ფორუმში სახელწოდებით, „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში" გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილეობას მიღებენ ჟურნალისტები, ბლოგერები რუსეთიდან აზერბაიჯანიდან, საქართელოდან და სომხეთიდან.
ფორუმი რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ არის დაფინანსებული.