Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნეპოტიზმის შემთხვევები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას - საიას მონიტორინგის შედეგები

04 სექტემბერი, 2018 16:34

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების შესახებ ბიულეტენს აქვეყნებს. მასში იმ დადებით და უარყოფით ფაქტებზეა საუბარი, რაც ამ დრომდე გამოიკვეთა. 

პირველი, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს, ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტია. კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივის „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“ თანახმად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანის ანაზღაურებას, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე კი 2 წლიანი მორატორიუმის გამოცხადებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში პარტია მძიმე ეკონომიკურ და სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობას სთავაზობს.

„ყველა ვალი გადაანგარიშდება ჩემი პრეზიდენტობისას არსებული კურსით - 1.65. შემოვიღებ რეგულაციებს, რომლითაც ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვეღარ იქნებიან მევახშეები და მოუწევთ საპროცენტო განაკვეთების დაწევა. ამ ფონდის მეშვეობით ასევე დავურიგებთ კომპენსაციებს ყველა იმ ადამიანს, ვინც უკანონოდ გაანთავისუფლეს სამსახურებიდან 2012-2018 წლებში“, - ნათქვამია გარანტიის სერთიფიკატში, რომელსაც ხელს პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი აწერს.

27 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში მცხოვრებ 100 მოქალაქეს „გარანტიის სერთიფიკატი“ გადასცეს. პარტიის წარმომადგენლები განაგრძობენ „გარანტიის სერტიფიკატების“ ამომრჩევლებისთვის გადაცემას. საიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქმედებაში, სავარაუდოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევა იკვეთება. 

„ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური გაერთიანების და მისი წარმომადგენლების მიერ მოქალაქეებისთვის „საგარანტიო სერთიფიკატების“ გადაცემით, ხდება ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენა. სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, მათ დაინტერესებას ფულადი სახსრების გადაცემის დაპირებით, რომელიც არ უკავშირდება არც საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და არც სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას“,- ვკითხულობთ ბიულეტენში.

არასამთავრობო ორგანიზაცია დადებითად აფასებს ოპოზიციური პარტიის ოფისის გაქურდვის ფაქტზე დროულ რეაგირებას. კერძოდ, 18 აგვისტოს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისი გაქურდეს. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ქურდობა პოლიტიკური ნიშნით არის განხორციელებული და არა მატერიალური სარგებლის ნახვის სურვილით. ოფისიდან გარკვეული სახის ტექნიკა არის წაღებული, მათ შორის კომპიუტერები, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა. კერძოდ, ინფორმაცია მათი მხარდამჭერების შესახებ, ტელეფონის ნომრები, მათ მიერ წარმოებული გამოკითხვის შედეგები, საარჩევნო სია და სხვა.

გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს, ოფისიდან გატანილი ნივთები ლომბარდიდან ამოიღეს და პარტიას დაუბრუნეს. 

საიას წარმომადგენლები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას ნეპოტიზმის ფაქტებზეც საუბრობენ. 2018 წლის 4 და 6 აგვისტოს ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში 73 დროებითი წევრი აირჩია. კონკურსში 173 პირი მონაწილეობდა.

საიას დამკვირვებლების მიერ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, გამოიკვეთა სავარაუდო ნათესაური კავშირები და პოლიტიკური პარტიის აქტივისტობის/მხარდაჭერის შემთხვევები. კერძოდ:

- 5 შემთხვევაში არჩეული პირების „ქართული ოცნების“ აქტივისტობა/მხარდაჭერა (ჭიათურის, რუსთავის, მარტვილის, ზუგდიდის და წყალტუბოს შემთხვევები);

- 6 შემთხვევაში არჩეული პირების საარჩევნო კომისიის მაღალი თანამდებობის და სუს-ის მაღალი თანამდებობის პირ(ებ)თან ოჯახის წევრობა/ნათესაური/მეგობრული კავშირები (ნაძალადევში, დუშეთში, ქარელში, გორსა და თელავში - საარჩევნო კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირი, ხოლო ლენტეხში - სუს-ის მაღალი თანამდებობის პირთან კავშირი).

„ანგარიშზე მუშაობის პროცესში, საიამ თხოვნით მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა მოითხოვა. ცესკოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა შეხვედრაზე. ცესკომ არჩია, რომ საჯარო განცხადებით შემოფარგლულიყო, რომელშიც, უნდა აღინიშნოს, რომ ვერ დაასაბუთა ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის მცდარობა“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი 1 აგვისტოს დაიწყო. საია წინასაარჩევნო პერიოდს ცენტრალური და 8 რეგიონული ოფისის მეშვეობით, თბილისსა და რეგიონებში − აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^