Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შემოსავლების სამსახურმა C ჰეპატიტის მედიკამენტების აღწერის მიზნით ინვენტარიზაცია დაიწყო

04 სექტემბერი, 2018 20:02

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და 31 სამედიცინო დაწესებულებაში C ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული სამკურნალო მედიკამენტების აღწერის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ინვენტარიზაცია დაიწყო.

მათივე განმარტებით, პროცესი მიმდინარეობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ გამოძიება ასევე დაწყებულია სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტომ მიერაც, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. უწყებაში ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება C ჰეპატიტის სამკურნალო იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით დაიწყო, რასაც მიმდინარე წლის აპრილში, პაციენტთა დაბალი ჩართული გამო, ვადა გაუვიდა.

იმის გამო, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა დაბალი ჩართულობაა, აუთვისებელი მედიკამენტების ნაწილს აპრილში ვადა გაუვიდა. სახელმწიფომ ის ჩამოწერა და ხმარებიდან ამოიღო, - დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით შეკითხვაზე ამგვარი განმარტება გააკეთა.

სერგეენკოს თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ მიზნად დასახულ ელიმინაციას მიაღწიოს, C ჰეპატიტის პროგრამაში თვეში მინიმუმ 3 500 პაციენტი უნდა ჩაერთოს, თუმცა პროგრამაში ყოველთვიურად საშუალოდ 1000 პაციენტი ერთვება. იმის გამო, რომ ვერ აითვისეს მედიკამენტები, მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ ვადა გაუვიდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვადაგასული მედიკამენტები ხმარებიდან ამოიღეს და პაციენტები ვადიან მედიკამენტებს იღებდნენ.

C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტების დაბალი ჩართულობის გამო წამლები გამოუყენებელი დარჩა

C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის მაჩვენებელი დაბალია - რა სახელდება ბარიერად

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^