Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია სესხის აღების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად საზმაუს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

05 სექტემბერი, 2018 11:18

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

უფრო კონკრეტულად კი, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ 2018 წლის 02 აგვისტოს #425 გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალურ დირექტორს თანხმობა მისცა ტექნიკური გადაიარაღების მიზნით ფინანსური რესურსების მოსაზიდად სესხის აღებასა და შესაბამისი პროცედურების დაწყებაზე. როგორც საჯარო სხდომაზე ითქვა, საქმე ეხება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს.

საიას ცნობით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო გენერალური დირექტორის 2018 წლის 31 ივლისის #3128/03 სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სესხის ზუსტი ოდენობა და ტექნიკური გადაიარაღების დეტალური გეგმა. საიამ გამოითხოვა აღნიშნული დოკუმენტი, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს მოთხოვნილი ინფორმაცია ორგანიზაციისთვის არ მოუწოდებია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^