Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობაურის ადვოკატი ექსპერტიზის ახალი დასკვნის შესახებ საუბრობს

05 სექტემბერი, 2018 12:32

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა დღეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ახალი დასკვნის შესახებ ისაუბრა.

ადვოკატის თქმით,  რაიან სმიტის გვამის ექსპერტიზის შედეგად დგინდება, რომ შეუძლებელია, რაიან სმიტის მკვლელი მალხაზ კობაური იყოს.

„სიახლეები გვაქვს გარკვეული კუთხით. მოგვივიდა მნიშვნელოვანი დასკვნა. გამოძიების მოთხოვნით იყო ჩანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რითაც უნდა მომხდარიყო რაინ სმიტის გვამის გამოკვლევა.

ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, რომ რაიან სმიტს მიყენებული აქვს სამი ჭრილობა. აქედან ერთი არის წელის არეში, მეორე ჭრილობა არის შუბლის მიდამოდან შემავალი, მესამე - გამომავალი კისრის არეში. ნასროლია ახლო მანძილიდან. ახლო მანძილად მიიჩნევა დაახლოებით 1 მეტრი. 

ასევე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რაიან მაიკლ სმიტს სიცოცხლეში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიყენებული აქვს რამდენიმე დაზიანება, სამი-ოთხი დაზიანება -  წვივის არეში, გულმკერდის, იღლიისა და მუცლის არეში. 

ანუ ლოგიკური ჯაჭვი ასეთი იყო  - გარკვეულმა პირმა, თუ პირებმა, როგორც მალხაზ კობაური მიუთითებს, ჯერ დაზიანება მიაყენეს რაინ სმიტს და მერე მოკლეს. ამას მიუთითებს ეს დასკვნაც, რომ დაზიანებები სიცოცხლეშივეა მიყენებული.

როგორც მალხაზ კობაური ჰყვება, რაიან სმიტი მუხლებზე იყო დაჩოქილი იმ  მომენტში, როდესაც რამდენიმე დარტყმა მიაყენეს. როცა რაიან სმიტი  ფეხზე იდგა, პირველი დარტყმა მიაყენეს წვივის არეში და ტკივილისა და ყვირილის შემდეგ, როგორც კობაური ჰყვება, დაიჩოქა სმიტმა და ამის შემდეგ მიაყენეს ჭრილობა. სხვაგვარი განვითარება ლოგიკურად შეუძლებელია. საზოგადოებას მოეხსენება მახლაზ კობაურის აღნაგობა, წონა, მოყვანილობა და სრულიად წარმოუდგენელია ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა და ამის შემდეგ ზურგის არეში მიეყენებინა ჭრილობა რაიან სმიტისთვის", - განაცხადა კობაურის ადვოკატმა. 

მალხაზ კობაურს ხადის ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად. მას ბრალი სსსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^