Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოძიება დაიწყოს შოთაძის ქმედებებზე, გადადგეს გახარია და წულუკიანი - კომისიამ რეკომენდაციები დაამტკიცა

06 სექტემბერი, 2018 11:42

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნასთან ერთად რეკომენდაციების ნაწილიც დაამტკიცა.

კომისიის რეკომენდაციები 5 საკითხს ეხება:

 (1) პროკურატურის და შსს-ს მხრიდან განსახორციელებელი ქმედებები;

(2) საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო;

(3) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სკოლების თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი;

(4) სკოლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებები

(5) საკანონმდებლო ცვლილებები.

კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა, დასკვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინონ პარლამენტს რეკომენდაციების შესრულების ანგარიში.

► რეკომედაციები, რომლებიც შსს-სა და პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს ეხება

საგამოძიებო კომისიის პირველი რეკომენდაციაა დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა  მ.კ.-მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

რეკომენდაცია  2.  მირზა სუბელიანის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე გამოძიების დაწყება

„აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება მირზა სუბელიანის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არსებობის ფაქტზე, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება , გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელება , გამოძიებისთვის ხელის შეშლა ,“- ნათქვამია კომისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებში.

რეკომენდაცია 3. მოწმეების მიმართ  ცრუ  ჩვენების და ცრუ ახსნა განმარტების მიცემის ფაქტზე გამოძიების  დაწყება

რეკომენდაცია 4. გამოძიების დაწყება წეროვნიდან გ.ჯ.-  წაყვანის დროს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე

რეკომენდაცია 5. გ.მ.-დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება

კომისია მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება გ.მ.-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, ხოლო შსს-მ არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, თავად უნდა განსაზღვროს შესაბამისი კვალიფიკაცია - დანაშაული ჯანმრთელობის, ან სიცოცხლის წინააღმდეგ. ასევე შსს-მ უნდა გაატაროს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისათვის და პასუხისგებაში მიცემისთვის.

რეკომენდაცია 6. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირება

კომისია ადგენს, რომ წინამდებარე დასკვნის მე-3 თავში აღწერილ შესაბამის დარღვევებზე თავიანთი მოქმედებით, ან/და უმოქმედობით პასუხისმგებლობა ეკისრებათ შემდეგ მოხელეებს/თანამდებობის პირებს: ირაკლი ფიფია , ზვიად ფხაკაძე, კახა სირაძე, იოსებ სიგუა, შალავა ბედოიძე, გიორგი გაბოძე, მიხეილ შაყულაშვილი, კონსტანტინე სირაძე, მალხაზ კაპანაძე, გიორგი გაბიტაშვილი.

კომისია მიიჩნევს, რომ ზემოთ აღნიშნულ დარღვევებში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნები.

რეკომენდაცია 7. ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე გამოძიების დაწყება

ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებში იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები, რაც გამოიხატა მისი სამსახურებრივი ვერტიკალის ქვეშ მოქმედი პროკურორების არაჯეროვან კონტროლში, და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები, რაც გამოიხატა მირზა სუბელიანისთვის, მისი ოჯახის წევრებისადმი გამოძიების ტენდენციურობაში.

რეკომენდაცია 8. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის  საკითხი

ცალსახაა, რომ მინისტრი პასუხისმგებელია 4 დეკემბერს გაკეთებულ ნაჩქარევ და დაუსაბუთებელ განცხადებაზე, რომლითაც მან ფაქტობრივად მითითება მისცა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს, აღარ გამოეკვეთათ ახალი ვერსიები და ფიგურანტები.

„მინისტრი ხელმძღვანელობს რა სამინისტროს და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, ასევე პირდაპირ თანამდებობრივად პასუხისმგებელია გამოძიებისას დაშვებულ სერიოზულ დარღვევებზე და მათ მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და მან უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა., „- ნათქვამია კომისიის რეკომენდაციებში.

რეკომენდაცია 9. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი

„აღსანიშნავია, რომ თეა წულუკიანმა კომიისთვის ახსნა-განმარტების მიცემის შემდგომ საჯაროდ დაადანაშაულა კომისია მტკიცებულებების გარეშე არასრულწლოვნების დევნის ინტერესში. მისი თქმით, „საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა“ ვერ გაუშვებს „ბავშვებს მტკიცებულებების გარეშე ციხეში“. ამ განცხადებით, მან პრაქტიკულად მიმართ საქმის ფიგურანტ არასრულწლოვნების, რომ საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, მათ პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდათ.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^