Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრო: საჯარო სკოლების დაფინანსება იზრდება

06 სექტემბერი, 2018 18:44

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დაფინანსება 2018 წლისთვის თვეში საშუალოდ 0.9 მლნ ლარით გაიზრდება. აღნიშნული საკითხი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

მთავრობის დადგენილებით, გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი, რაც დაკავშირებულია ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურის საათობრივი ბადესთან, რომელიც  2018-2019 სასწავლო წლიდან იცვლება.  კერძოდ, კვირეული საათობრივი დატვირთვა 3.5 საათი, გასული სასწავლო წლის კვირეულ საათობრივ დატვირთვას  აღემატება. შესაბამისად, იზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები და ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი.

სამინისტროს ცნობით, ზრდა გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში და ამ მიზნით, ცვლილებები შევა „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^