
ტელეკომპანია იბერია ეთერში საგანგებო განცხადებით გავიდა.
ტელეკომპანია იბერიაში აცხადებენ, რომ ტელევიზია სერიოზული საფრთხის ქვეშაა - “იბერიას” ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია “ომეგა ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა. ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს მოხდა საგანგებოდ, რათა აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი.
როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია, დაიხუროს ტელეკომპანია “იბერია” და ვეღარ შევძლოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობის განხორციელება. კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება “ომეგა ჯგუფს” - აცხადებენ ტელევიზიაში.
“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილის თქმით, ის კონსულტაციებს გადის უცხოელ ადვოკატებთან და იბრძოლებს ყველა სამართლებრივი გზით, თავისუფალი მედიის დასაცავად.