Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი: საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციას კვირას პოლიტსაბჭოზე ჩამოვაყალიბებთ

07 სექტემბერი, 2018 13:27

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პარტია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციას,სავარაუდოდ, კვირას პოლიტსაბჭოზე ჩამოაყალიბებს. 

„როგორც იცით, პოზიციები იყო სხვადასხვაგვარი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ პოლტიკური საბჭოს შეხვედრაზე გადავწყვეტთ, რა ფორმით ვერთვებით საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ ვთქვით, რომ, როდესაც ამოიწურება კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და როდესაც ვნახავთ, ვინ არის დარეგისტრირებული, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას. როგორც გვქონდა დაგეგმილი, იმ გეგმას მივყვებით“, - განაცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეული კანდიდატის ფინანსურ მხარდაჭერას, ვიცე-სპიკერის თქმით, პარტია კანონის ფარგლებში იმოქმედებს. 

„კანონი რა მასშტაბითაც გვაძლევს და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელიც ჩვენი ნომრით არ მონაწილეობს, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოში მივიღებთ მონაწილეობას, გადახვევა არ იქნება“, - განაცხდა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^