დონალდ ტრამპი NYtimes-ზე გამოქვეყნებული ანონიმური ოპედის ავტორის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. პრეზიდენტი პუბლიკაციას სახელმწიფო ღალატად აფასებს და ამბობს, რომ ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია.
„მე ტრამპის ადმინისტრაციაში არსებული წინააღმდეგობრივი მოძრაობის ნაწილი ვარ" - ასე ეწოდება ოპედს, რომელიც The Times-მა 5 სექტემბერს გამოაქვეყნა და რომლის ავტორიც ადმინისტრაციაში მომუშავე ანონიმური პირია. ავტორის თქმით, ადმინისტრაციაში არსებობენ ადამაიანები, რომლებიც პრეზიდენტის დღის წესრიგში არსებული რიგი საკითხების ჩაშლასა და მისი „ყველაზე საშიში მიდრეკილებების" წინააღმდეგ ბრძოლას აპირებენ.
აშშ-ს გენერალური პროკურორის თქმით, პუბლიკაციის გამო გამოძიები დაწყება არასწორი იქნება, რადგან კანონი არ დარღვეულა. NYTime გამოძიების საკითხს პრეზიდენტის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოუენებად აფასებს.
პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ, ვაშინგტონი სპეკულაციებმა მოიცვა ავტორის ვინაობის შესახებ. „ჩვენ ამოვხსნით რა ინფორმაციას ფლობდა იგი, რა გადასცა, რაზე საუბრობს და სად არის იგი" - თქვა ტრამპმა. მისი თქმით, არ სურს, ეს ადმაიანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრებს ესწრებოდეს, სადაც ჩნეთზე, რუსეთსა და ჩრდილო-კორეაზე საუბრობენ.
გამოძების დასაწყებად თეთრი სახლი მართლმსაჯულების დეპარტამენტს უნდა დაუკავშრდეს. დეპარტამენტის სპიკერი გამოძიების დაწყების საკითხს ჯერჯერობით არც უარყოფს და არც ადასტურებს.