საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გულშემატკივრებს მოუწოდებს, საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩზე წესრიგი დაიცვან. მისი თქმით, ნებისმიერი არასპორტული საქციელის გამო, მატჩის დელეგატს თამაშის შეწყვეტა შეუძლია, რაც საქართველოს ნაკრებისთვის კატასფტოფა იქნება.
„ნებისმიერი არასპორტული საქციელი, რომელმაც შეიძლება რაიმე სახის ნეგატივი გამოიწვიოს შეიძლება, ძალიან მკაცრად იქნას შეფასებული. ამას წყვეტს უშუალოდ დელეგატი. თუ რაიმე სახის ქმედება ხდება ტრიბუნაზე, მას შეუძლია ასევე თამაშის ჩაშლა, თამაშის შეწყვეტა რაც კატასტროფა იქნება ჩვენთვის, ჩვენ ეს არ გვჭირდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივარი გაითვალისწინებს თავის პასუხისმგებლობას და პირველ რიგში მოვა იქ იმიტომ, რომ ჩვენ ნაკრებს დაუდგეს გვერდში და ვიზეიმოთ გამარჯვება", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
---
დღეს, 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.
გურამ კაშია 2017 წელს ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემის „ვიტესის“ კაპიტნობისას ლგბტ თემის მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო და სპეციალურად მომზადებული ლგბტ დროშის ფერების სამკლაურით ითამაშა. კაშიას ამ ნაბიჯს საქართველოში ჰომოფობიურად განყობილი ჯგუფების აგრესია მოჰყვა, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრმა თავისი პოზიცია დაიცვა.
დღეს, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ჰომოფობიურად განყობილი ნაწილი კი პროტესტის გამოხატვას.