რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტია საპერზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი კანდიდატია.
"პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას: ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი; მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება; საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა; რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში, ის თავგამოდებით იბრძონდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად; ბოლოს, ის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით."- განაცხადა კობახიძემ.