
ესპანეთში,სავარაუდოდ, მომღერალ შაკირას და ფეხბურთელ ჟერარ პიკეს სახლის გაძარცვის ბრალდებით, ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი, გოჩა მაისურაძე, იგივე გოგიტა დააკავეს.
შსს-ში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ ესპანეთში ე. წ. კანონიერი ქურდი ნამდვილად დააკავეს. როგორც შსს-ში ამბობენ, ქართული მხარე ინფორმირებულია გოჩა მაისურაძის დაკავების შესახებ, თუმცა დეტალები მათთვის უცნობია.
შაკირას და პიკეს სახლი 6 ივნისს გაძარცვეს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ „გოგიტა" ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფს, რომლებიც სახლების ძარცვით იყვნენ დაკავებულები.