განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპების ხელმძღვანელები.
კერძოდ, თანამდებობები დატოვეს: გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გია მაჩაბელმა. ასევე თანამდებობა დატოვა რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელმა მანანა მიქაბერიძემ.
„განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის ზრდა არის მიზანი და ამ პროცესს ახალი საკადრო პოლიტიკა და ენერგია სჭირდება." - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, ახალი ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.