Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი პროპაგანდაზე: ქსენოფობიისთვის, ნაციონალისტებისთვის ნოყიერი ნიადაგი სიღარიბეა

11 სექტემბერი, 2018 13:39

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად საუკეთესო იარაღი ეკონომიკის გაძლიერებაა.

„უნდა შევამციროთ და აღმოვფხვრათ სიღარიბე - ეს იქნება საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევაზე, რადგან, სამწუხაროდ, ეკონომიკური ვითარება და სიღარიბე ზოგჯერ ნოყიერი ნიადაგი ხდება ნაციონალისტებისთვის, ქსენოფობიისთვის" - თქვა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018".

მისი თქმით, რუსული პროპაგანდის სამიზნე სწორედ „ეს სისუსტე, ჩვენი ეკონომიკა" გახდა, შესაბამისად, მასთან საბრძოლველად სწორედ სიღარიბის აღმოფხვრას მიიჩნევს პრემიერი საუკეთესო გამოსავლად. 

„კიდევ ერთი ძალიან მნშნელოვანი რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არის განათლების რეფორმა. სამწუხაროდ, განათლება ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი შემზღუდველი ფაქტორი გახდა და ეს უნდა ვაღიაროთ. ჩვენ ახლა მთლიანად ვართ ორიენტირებული ადამიანიური კაპიტალის ზრდაზე, განათლების სექტორის რეფორმირებაზე, რაც დაგვეხმარება სიღარიბის აღოფხვრაში" - თქვა პრემიერმა. 

იგი დარწმუნებულია, რომ რუსული პროპაგანდა წარუმატებელი იქნება, რადგან ქართული საზოგადოების უმრავლესობა ერთგულია საქართველოს მისწრაფებისა, გახდეს NATO-სა და ევროკავშირის წევრი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^