
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე გუშინ პარტიის სხდომას ესწრებოდა, რომელზეც სამედიცინო მიზნით მარიხუნის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ის ადასტურებს, რომ შს სამინისტრომ უმრავლესობას პრინციპების დონეზე წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, მისი დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში მარიხუანის წარმოება ნებადართული გახდება ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.
მისივე თქმით, ამავე სხდომაზე მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზეც იმსჯელეს.
მისივე თქმით, ზუსტად როგორ სახეს მიიღებს კანონის პროექტი, მისთვის უცნობია. ასევე, „ლიბერალთან“ საუბრისას დასძინა, რომ, სავარაუდოდ, ამ ცვლილებების ინიცირება მთავრობის მხრიდან პარლამენტში უახლოეს მომავალში მოხდება.