დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინიცირებით და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ცხოველის წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სასჯელს გაამკაცრებს.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეები:
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინა პატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.
თბილისის მერის თქმით, არასრულწლოვნის მიერ მსგავსი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა.
„ეს საკანონმდებლო პაკეტი ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები“, - განაცხადა კალაძემ