„მოხსნას თავისი კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილმა“- ამ მოწოდებით პეტიცია ვრცელდება.
„მოვითხოვთ მმართველი გუნდისგან, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატია ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი და, ასევე, თავად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან - დაუყოვნებლივ მოხსნას კანდიდატურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან.
მიგვაჩნია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებდა და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს. მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი,“ - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
პეტიცია დღეს შეიქმნა და 998 ხელმოწერა აქვს.