2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი სისტემის დანერგვა იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული ეროვნული გამოცდების სისტემა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეფასდება.
„შესაბამისად, სისტემის ახალი მოდელის დანერგვა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმას; ასევე - სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისც მინისტრის თქმით, არაერთი პროექტი განხორციელდება.