გორთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფელ ხელთუბნის მცხოვრებლებმა გორის ცენტრალური ავტობანი გადაკეტეს, რასაც პოლიციისგან წინააღმდეგობა მოჰყვა. აქციის მონაწილეები დაღუპული 18 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმის გამოძიებას მოითხოვენ.
18 წლის თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 6 ივლისს დაღუპული იპოვეს. გამოძიებას შსს საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დაღუპულის მამა, მერაბ მერებაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია. მამის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა.
ვიდეო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი