Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილია II მარიხუანაზე: რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს

16 სექტემბერი, 2018 14:00

„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხსიმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი", - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბოლო მერიოდში მარიხუანასთან დაკავშირებულ საკითხებს გამოეხმაურა. 

„ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს. არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის და სხვას კი არ შესტკივა. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას, ხელისუფლება პასუხისმგებლიანია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა", - განაცხადა ილია მეორემ.

მისი თქმით, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს გვერდში უნდა ამოვუდგეთ და დავეხმაროთ გამოჯანმრთელებაში.

„ძნელი ასტანია ოჯახში ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, მაგრამ ნარკომანია იკურნება, იკურნება და ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ ჩვენ ან იმ ავადმყოფმა არ უნდა დაკარგოს იმედი, რომ განიკუნება. ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ, ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს და ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა განკურნოს ისინი", - განაცხადა ილია მეორემ.

მისი თქით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა.

ილია მეორის თქმით, კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი, ვინაიდან თუ ეს კერძო სექტორში გადავა, მას ვერ გააკონტროლებენ.

„ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე. ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში, ამიტომ მე მინდა ვთხოვო ჩვენ ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას, არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიკურად შემოსავალი ექნება ქვეყანას, რად გვინდა ისეთი ეკომონიკა, თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკლესია, ხალხი, ხელისულება გაერთიანდეს  და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი", - განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^