საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მარიხუანის საკითხზე გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში თავისუფლების დასრულების ყველაზე სწრაფი გზა მარიხუანაა. სააკაშვილი აცხადებს, რომ მარიხუანის კანონპროექტით „ივანიშვილი გაინაღდებს ნარკო კარტელს“. მან ლიბერალებიც გააკრიტიკა.
„ჩემი მეგობარი ჯონ მაკკეინი მიყვებოდა, რომ ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ულტრალიბერალი იყო და მერე გახდა კონსერვატორიო, იმიტომ, რომ ყველაზე მოუთმენელი და არატოლერანტული ხალხი არიან ლიბერალებიო. ასევეა ზოგიერთი ქართველი ლიბერალი, რომელსაც ივანიშვილი იყენებს „სასარგებლო იდიოტად“ - „გირჩის“ სარჩელი საკონსტიტუციოში წინასწარ დადგმული სცენარი იყო. სრულიად გასაგები იყო, რომ მთელი „ბასიანის“ ისტორია დადგმული სცენარი იყო იმიტომ, რომ „ბასიანის“ შემადგენლობა ვიცით, რომ „ქოცები“ არიან, ხო? სრულიად შეთანხმებული ქმედება იყო. ფაქტია, რომ ბერა მონაწილეობდა ამაში, ფაქტია, რომ უჩა [მამაცაშვილი] მონაწილეობდა ამაში“, - განაცხადა სააკაშვილმა