„ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა. მისი თქმით, კანონპროექტის უკან ფინანსური ინტერესები დგას.
ქორეპისკოპოსმა ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატმა 15 სექტემბერს თქვა რომ მარიხუანასთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში თვითონ იქნება.
„შეიძლება, თუ ვერ გაიმარჯვა, იმას ფიქრობს, რომ მერე ერთ ლიცენზიას (მაგის) აიღებს... რა უნდა ქნას ახლა ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის, მასწავლებლები მიჰყავთ. კარგად ვიცი, რა ხდება და ეს პიარტექნოლოგიები კარგად ვიცი. თუ იმას ამბობს, რომ კანაფს ჩაუდგება, კანაფის დედოფალი შეიძლება გახდეს. ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება“, - განაცხადა ქორეპისკოპოსმა