Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები ეპისკოპოს სპირიდონის მიერ პანსიონატში ბავშვთა უფლებების დარღვევაზე საუბრობენ

17 სექტემბერი, 2018 14:28

„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“  ეხმაურება ააიპ საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის პერსონალისა და თავად ეპისკოპოს სპირიდონის (ხელმძღვანელი)  მიერ ბავშვთა უფლების უხეშ დარღვევას, კონფიდენციალური კომუნიკაცია იქონიოს სახალხო დამცველთან, რაც ამავდროულად სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლას წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადებას „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ავრცელებს. 

„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ მოითხოვს:

  1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში ჯანდაცვის სამინისტრო) შესაბამისი სამსახურების მიერ დაუყოვნებლივ მოხდეს ფაქტის შესწავლა და, დაწესებულების მიერ, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
  2. ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სააღმზრდელო დაწესებულებაში რელიგიური ლიდერების ბავშვთა უფლებების დამრღვევი და უკანონო მოქმედებების აღკვეთა და მოახდინოს დაწესებულებაში კანონმდებლობის დარღვევით მოხვედრილი ბავშვების შემაშფოთებელი მდგომარეობის დაუყოვნებელი გამოსწორება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განხცადებაშია ნათქვამი, 2018 წლის 13 სექტემბერს, სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის თანამშრომლები, ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის ფარგლებში იმყოფებოდნენ. რა დროსაც ომბუდსმენის წარმომადგენლებს პანსიონის თანამშრომლებმა ბავშვებთან განცალკევებით საუბრის საშუალება არ მისცეს და მოითხოვეს, რომ გასაუბრება სასულიერო პირების თანდასწრებით მომხდარიყო.

„ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი არის სახელმწიფოს მიერ, 2014 წელს ოფიციალურად ლიცენზირებული სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებს და კონტროლდება საქართველოს კანონმდებლობითა და ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით. დაწესებულებაში ბავშვების ჩარიცხვა, მათი საჭიროებების შეფასება, ბავშვთა მდგომარეობაზე ზედამხედველობა, კონკრეტული პროგრამული მხარდაჭერა და ბავშვების დაწესებულებიდან გადინების პროცესი მკაცრად რეგულირდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. აღნიშნული პირობების განუხრელი დაცვა ასევე დაწესებულების ლიცენზირების არსებითი მოთხოვნაა.

ნახეთ განცხადება სრულად

„საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, დაუბრკოლებლივ შევიდეს და მონიტორინგი განახორციელოს ყველა ტიპის დახურულ და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ასევე ბავშვთა სახლებში. პირადად და კონფიდენციალურად შეხვდეს ბავშვებს და მოისმინოს მათი საჩივრები/მოსაზრებები. სახალხო დამცველის საქმიანობაში ნებისმიერი სახით ხელშეშლა აკრძალულია და ისჯება კანონით“,-აღნიშნულია განხცადებაში. 

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვების რელიგიურ თავისუფლებაში უკანონო ჩარევა ან რაიმე ტიპის შეზღუდვა წარმოადგენს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. 

„მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმიდის ბავშვთა სახლი საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერითაა შექმნილი, იგი ექცევა საქართველოს კანონმდებლობის სავალდებულო რეგულირების ქვეშ, რომლის თანახმადაც ბავშვების რელიგიურ თავისუფლებაში უკანონო ჩარევა ან რაიმე ტიპის შეზღუდვა ბავშვმა, კომუნიკაცია იქონიოს მესამე პირებთან, მისი ჭეშმარიტი ინტერესის შესაბამისად, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. როგორც სახალხო დამცველის და სხვა ორგანიზაციების ანგარიშები მიუთითებს[1][2], სასულიერო პირების მხრიდან წლებია ხდება ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევით ბავშვთა დაწესებულებების  მართვა, წესების თვითნებური შემოღება და ბავშვთა იძულება დაემორჩილონ ბავშვთა უფლებებთან და კანონმდებლობასთან შეუსაბამო  წესებს. აღნიშნული მოიცავს ბავშვების გამოხატვის თავისუფლების და მესამე პირებთან კონფიდენციალური შეხვედრების უფლების უკანონო შეზღუდვას. დაწესებულებაში ოფიციალური მონიტორინგის მიზნით შესული ორგანოების საქმიანობაში უკანონო ჩარევას  და სხვა“,-ნათვქმია გავრცელებულ განხცადებაში. 

კოალიცია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები, არღვევს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა თავისუფალი განვითარების და ჭეშმარიტი ინტერესის დაცვის სტანდარტს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. კოალიცია მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ ფაქტებზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^